მერკელმა ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმებს “ტერორისტული იერიშები” უწოდა

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა დაგმო “ჰამასის” მხრიდან ისრაელის ტერიტორიის სარაკეტო თავდასხმები და მომხდარს “ტერორისტული იერიშები” უწოდა.

ამის შესახებ ბერლინში ბრიფინგზე გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფენ ზაიბერთმა თქვა.

“კანცლერი მკაცრად გმობს ისრაელის წინააღმდეგ მიმდინარე სარაკეტო თავდასხმებს, ეს არის ტერორისტული იერიშები. ამ ტერორს არაფერი ამართლებს. სარაკეტო შეტევები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს, გერმანიის მთავრობა მხარს უჭერს ისრაელის თავდაცვის უფლებას”, – თქვა ზაიბერთმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები