ავღანეთში, მეჩეთში აფეთქება მოხდა – არიან დაღუპულები

ავღანეთის ერთ-ერთ მეჩეთში აფეთქება მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, მომხდარს, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა, 20 დაშავდა.

მანამდე, “თალიბანმა” რამადანის დღესასწაულის დასრულებასთან დაკავშირებით სამდღიანი დაზავება გამოაცხადა. მათ საკუთარ მებრძოლებს აუკრძალეს მთავრობას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე შეჭრა.

ანალოგიური მიმართვა გააკეთა ავღანეთის ხელმძღვანელმა ძალოვანების მისამართით.

თუმცა, დღევანდელი აფეთქება “დაზავების” მეორე დღეს ემთხვევა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები