ავსტრიის მთავრობის კანცელარიაზე, სოლიდარობის ნიშნად, ისრაელის დროშა აღიმართა
ავსტრიის ფედერალური კანცელარიის თავზე, ქვეყნის სოლიდარობის ნიშნად, ისრაელის დროშა აღიმართა.
ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქვეყნის კანცლერმა, სებასტიან კურცმა დაწერა და შესაბამისი ფოტოც გაავრცელა.
კურცი წერს, რომ ისრაელზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმები უმკაცრესი დაგმობის ღირსია. “ყველა ჩვენგანი ისრაელის მხარეს არის”.