“ჰამასში” აცხადებენ, რომ იერიში ისრაელის ქიმიურ ქარხანაზე მიიტანეს

“ჰამასის” სამხედრო ფრთაში აცხადებენ, რომ ისრაელის ქიმიურ ქარხანაზე მიიტანეს იერიში, რომელიც ღაზას სექტორის მოსაზღვრედ მდებარეობს.

”ალ-კასამის ბრიგადებმა დრონ “შეჰაბის” მეშვეობით ნირ-ოზის ქიმიურ ქარხანაზე მიიტანეს იერიში”, – ნათქვამია განცხადებაში.

Reuters-ი იტყობინება, რომ “ჰამასის” მხრიდან სარაკეტო იერიშები არ წყდება მიუხედავად იმ ავიადარტყმებისა, რომელსაც ისრაელის თავდაცვის არმია ახორციელებს.

უკანასკნელი ინფორმაციით, ისრაელმა “ჰამასის” სადაზვერვო პუნქტებზე მიიტანა იერიში, ღაზას ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში.

ასევე, ისრაელის თავდაცვის არმიამ მოძრაობის მიწისქვეშა სარაკეტო დანადგარების დაბომბა, ისრაელის ავიაციამ მოწინააღმდეგის თვითმფრინავების გამშვებ პუნქტზე მიიტანა იერიში, რომელთა სამიზნე ისრაელის ცენტრალური ნაწილი იყო.

ამ წუთებში კი აშკელონსა და ღაზას მოსაზღვრე, ისრაელის რაიონებსა და ქალაქებში განგაშის სიგნალი ისმის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები