ინდონეზიის სანაპიროსთან 6,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიის სანაპიროებთან 6.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, – იტყობინება ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი.

მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 06.33 საათზე დაფიქსირდა.

მისი ეპიცენტრი მდებარეობდა ჩრდილოეთ სუმატრას პროვინციის ქალაქ პადანგსიდემპუანის სამხრეთ-დასავლეთით 299 კილომეტრში, 12 კილომეტრის სიღრმეში.

ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები