ბუნდესტაგში განაცხადეს, რომ პალესტინა-ისრაელის კონფლიქტში ევროპამ შუამავლის როლი უნდა შეასრულოს

ბუნდესტაგის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, როლფ მუცენიხი მიიჩნევს, რომ ევროპამ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარებაში შუამავლის როლი უნდა შეასრულოს.

ამის შესახებ მან სააგენტო DPA-ს განუცხადა.

”ვინაიდან აშკარაა, რომ აშშ-ის ადმინისტრაცია ამჟამად არ აპირებს დიპლომატიური ლიდერობის აღებას, ეს ევროპულმა ქვეყნებმა უნდა გააკეთონ”, – თქვა მუცენიხმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობამ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს სხვა სახელმწიფოების ლიდერებთან. მისი აზრით, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა ყურადღების კონცენტრირება ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე, რათა რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების შესაძლებლობა შეიქმნას.

მანამდე, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავებაში “ჰამასი” დაადანაშაულა და ასევე გამოთქვა რწმენა, რომ რეგიონში გრძელვადიან მშვიდობას მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებები მოიტანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები