ისრაელის ქალაქებზე ღაზას სექტორიდან ისევ შეტევაა
ისრაელის ქალაქებზე ღაზას სექტორიდან ისევ შეტევაა, – ამის შესახებ ისრაელის მედია იუწყება.
რაკეტების სერიას ისვრიან ქალაქების აშდოდისა და აშკელონის მიმართულებითაც. საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ მათი დიდი ნაწილი გაანეიტრალა თუმცა, რაკეტა მაინც ჩამოვარდა აშკელონში.
Times of Israel-ის ინფორმაციით, ღაზას სექტორიდან ცენტრალური ისრაელისკენ ბოლოს განხორციელებული სარაკეტო შეტევისას რაკეტა ჩამოვარდა რამლაშიც, რასაც ხანძარი მოჰყვა, თუმცა დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, რომ ამასთანავე ბენ გურიონის აეროპორტმა რეისების მიღება დროებით შეწყვიტა.