ისრაელში აცხადებენ, რომ გვირაბი ააფეთქეს, რომლითაც “ჰამასის” წევრები ისრაელში მოხვედრას ცდილობდნენ

 

ისრაელის თავდაცვის არმიამ “ჰამაისის” გვირაბი ააფეთქა, რომელიც ღაზას სექტორიდან იყო გათხრილი.

ამის შესახებ ინფორმაციას საველე გენერალი, ნიმროდ ალონი ავრცელებს.

მისი თქმით, დაბომბვის მომენტში გვირაბში 20-მდე “ჰამასელი” იმყოფებოდა.

”ჩვენ გვირაბები სასიკვდილო ხაფანგებად გადავაქციეთ. არ გვინდოდა ეს კამპანია, მაგრამ მისი დაწყების შემდეგ ჩვენს მისიას ღირსებითა და სიხარულით შევასრულებთ,” – თქვა გენერალმა ალონიმ.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელის სამხედრო ავიაციამ დღეს “ჰამასის” რამდენიმე სამიზნე გაანადგურა, თავს დაესხა მოძრაობის მაღალჩინოსნების ოფისებსა და სახლებს, აგრეთვე, “ისლამური ჯიჰადის” ტერორისტული ინფრასტრუქტურის ობიექტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები