მალხაზ თორიამ მეორე მსოფლიო ომის მონაწილე კარლო ლაგვილავას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანს კარლო ლაგვილავას ფაშიზმზე გამარჯვების დღე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ, ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ მიულოცეს.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 11 მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა, თითოეულ მათგანს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისგან  ფულადი დახმარებები ჩაერიცხათ. საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1000 ლარის, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახების წევრები 500 ლარის ოდენობის ერთჯერად სოციალურ დახმარებას მიიღებენ.

დღესვე სახელმწიფო რწმუნებულმა ზუგდიდის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ეწერში შინმოუსვლელთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები