დავით მათიკაშვილი: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებზე ვეტოს დადების საფუძველი არ არსებობს

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებზე ვეტოს დადების საფუძველი არ არსებობს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მსჯელობის რესურსი კიდევ არსებობს.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების მიხედვით, ერთი მხრივ, იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესრულებული, 48-საათიან და 12-საათიან დათქმას ვგულისხმობ, როდესაც 24 საათზე იქნა საბოლოოდ ჩამოყალიბებული დაკავების ვადა. მეორე შემთხვევა ეხება სიტუაციას, როდესაც, ადმინისტრაციული დარღვევის გამო, მხოლოდ ერთი სახდელი იყო გათვალისწინებული, ხოლო განმეორებითობა არ ისჯებოდა და მხოლოდ ამგვარი დასჯის საკანონმდებლო ცვლილება იქნა შეტანილი. ჩვენ ვთვლით, რომ არგუმენტაცია ამ ცვლილებების არის საკმაოდ მყარი და არგუმენტირებული მსჯელობა ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ არ მოგვისმენია. თუმცა, ვფიქრობთ, რომ მსჯელობის რესურსი კიდევ არსებობს. აქ არ არის საუბარი კონკრეტულ ქმედებაზე, თუმცა, ადმინისტრაციული საკანონმდებლო რეფორმის კუთხით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, იგეგმება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ახალი კოდექსის მიღება, შესაძლებელია ცვლილებებზე კვლავ ყველა კუთხით მსჯელობა. ასე რომ, მსჯელობის კარი კვლავ იღება.

ჩვენ მიერ განხორციელებული ცვლილებები არის სრულ შესაბამისობაში იმ მოცემულობასთან, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოს წინ უდგას. საფუძველი იმის, რომ ამ კანონს დაემუქროს ვეტოს დადება, რეალურად, არ არსებობს. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები