გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე, „საქართველოს ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ არსებული შედეგები და სამუშაო გეგმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ოთარ შამუგიამ და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებმა ონლაინ გამართულ შეხვედრაზე განიხილეს, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ქვემო სამგორისა (კახეთი) და ზედა რუს (გორი, ქარელი) საირიგაციო სისტემების შიდა ქსელების სარეაბილიტაციო, ასევე, ალგეთისა და სიონის კაშხლების უსაფრთხოების მიმდინარე სამუშაოები შეაჯამეს. საუბარი შეეხო წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების დაფუძნების გეგმის, საირიგაციო ტარიფის რეფორმისა და შპს საქართველოს მელიორაციის ინსტიტუციური გაძლიერების საკითხებსაც. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა იმ პრიორიტეტებზე, რომლებიც მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში უნდა დაფინანსდეს. ონლაინ გამართულ შეხვედრაში მსოფლიო ბანკის პროექტის ხელმძღვანელი პიერრიკ ფრავალი, მსოფლიო ბანკის ექსპერტები, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომელიორაციისა და მიწის მართვის დეპარტამენტის, საქართველოში პროექტის განმახორციელებელი ერთეულის და შპს „საქართველოს მელიორაციის“ ხელმძღვანელები ესწრებოდნენ, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები