რატი იონათამიშვილი: ოკუპაცია ის საკითხია, სადაც ჩვენთვის მეასეხარისხოვანი უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური და პარტიული ინტერესები

“ოკუპაცია ის საკითხია, სადაც ჩვენთვის მეასეხარისხოვანი უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური და პარტიული ინტერესები”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის საქმეზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართული მხარის ვალდებულებაა, ყველა საერთაშორისო პლატფორმისა და ბერკეტის აქტიური გამოყენება იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ზაზა გახელაძე საკუთარ ოჯახს.

“ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ერთიანად ვებრძოლოთ ოკუპაციას და ოკუპაციით გამოწვეულ საფრთხეებს და არა ის, რომ ჩვენ ერთმანეთისკენ გავიშვიროთ ხელი. ეს არის ის საკითხი, სადაც ჩვენთვის მეასე ხარისხოვანი უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური და პარტიული ინტერესები და ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოება. პირველ ყოვლისა, ამ საკითხებზე უნდა გავერთიანდეთ და ამ ერთიანობით უნდა ვებრძოლოთ ოკუპაციას. ჩვენი ვალდებულებაა, ყველა საერთაშორისო პლატფორმისა და ბერკეტის აქტიური გამოყენება იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ზაზა გახელაძე საკუთარ ოჯახს”, – განაცხადა იონათამიშვილმა “რუსთავი ორის” ეთერში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები