ირაკლი ზარქუა: ოპოზიცია გათავისუფლდა სააკაშვილისა და ბოკერიას მძევლობიდან

“დღეს მნიშვნელოვანი დღეა. ეს არის პარლამენტი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობამ მხარი დაუჭირა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიცია სააკაშვილისა და ბოკერიას მძევლობიდან გათავისუფლდა.

“დღეს მნიშვნელოვანი დღეა. ეს არის პარლამენტი, რომელსაც მხარი დაუჭირა საქართველოს მოსახლეობამ – მრავალპარტიულ პარლამენტს. ამ თვეების განმავლობაში ჩვენ, უმრავლესობის წევრები ერთხმაში ვამბობდით, რომ – ამ კინკლაობას მორჩით, დისკუსია გაგრძელდეს პარლამენტში. მიხარია, რომ დღეს, როგორც იქნა, ჩამოყალიბდა ოპოზიცია, მიხვდა, რომ დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია. ასევე, მინდა მოგილოცოთ, რომ ოპოზიცია გათავისუფლდა სააკაშვილისა და ბოკერიას მძევლობიდან”, – განაცხადა ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები