ლაშა ხუციშვილი: წლის ბოლომდე ტურიზმის, დაახლოებით, 25-დან 30%-მდე ნაწილის აღდგენა უნდა შევძლოთ

“ეროვნული ბანკი მთავრობასთან ერთად კოორდინებულად მუშაობს, რათა ლარის კურსის მკვეთრი მერყეობა თავიდან ავიცილოთ”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მან დაასახელა ის ფაქტორები, რაც ლარის კურსზე მოქმედებს. კერძოდ, ხუციშვილის განმარტებით, ერთ-ერთია რეგიონში არსებული გამოწვევები, რასაც საქართველოში ლარის კურსზე გავლენა აქვს.

„ბოლო მოკლევადიან პერიოდში შეინიშნება სტაბილურობა. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიიდან გამომდინარე ქვეყანა რთულ სიტუაციაშია. შესაბამისად, ერთ-ერთი მიმართულება არის ის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ვაქცინაცია ქვეყანაში და, ასევე, უნდა შევძლოთ ტურიზმის გარკვეული პროცენტული ნაწილის აღდგენა. კერძოდ, წლის ბოლომდე, დაახლოებით, 25-დან 30%-მდე.

გარდა ამისა, რეგიონში არის გამოწვევები. კერძოდ, თურქეთში, ფაქტობრივად ერთ დღეში ფული 15-16%-ით გაუფასურდა. შესაბამისად, რეგიონის ეს სიტუაცია გამორიცხულია, რაღაც დოზით საქართველოზეც არ აისახებოდეს“, – განაცხადა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები