იტალიაში ვაქცინის მიღების მოთხოვნით ტრანსპორტის მუშაკები გაიფიცნენ

იტალიაში სარკინიგზო და საქალაქო ტრანსპორტის თანამშრომლები ქვეყნის მასშტაბით გაიფიცნენ, ისინი ხელისუფლებისგან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის სასწრაფო უზრუნველყოფას ითხოვენ.

როგორც პროფკავშირების – Orsa-ს ხელმძღვანელობის განცხადებაშია აღნიშნული, როდესაც მთავრობის დონეზე დაწესდა პრიორიტეტული კატეგორიები ნებაყოფლობითი ვაქცინაციის კამპანიაში ჩასასმელად, ტრანსპორტის მუშაკები აუხსნელი მიზეზით სიის მიღმა დარჩნენ.

ამასთან დაკავშირებით, პროფკავშირი ითხოვს, დაუყოვნებლივ მოხდეს სატრანსპორტო ინდუსტრიის მუშათა ვაქცინაცია და მათი ჩართვა COVID-19 ვაქცინაციის გეგმაში, როგორც ისეთი მუშაკების, რომლებიც ძირითადი მომსახურების მომწოდებლები არიან.

იტალიის ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ურბანული ტრანსპორტის მუშათა უმეტესობა შეწყვეტს მუშაობას ოთხი საათის განმავლობაში, ძირითადად, საღამოს საათებში.

ამრიგად, რომში ავტობუსების, ტრამვაის, მეტროსა და საგარეუბნო მატარებლების მოძრაობა შეჩერდება ადგილობრივი დროით 20:30 საათზე.

მსგავსი გადაწყვეტილება მიიღეს იტალიის არაერთი სხვა დიდი ქალაქის ტრანსპორტის თანამშრომლებმა.

თუმცა, მილანში, მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალური სატრანსპორტო კომპანიის ATM-ის თანამშრომლები, მხარს უჭერენ პროფკავშირების მოთხოვნებს, დღევანდელ აქციაში არ მიიღებენ მონაწილეობას, რადგან ჯგუფის ხელმძღვანელობამ პირობა დადო, რომ 10 ათას თანამშრომელს აცრის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები