აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ ქვეყანამ გამოწვევებზე პასუხის გაცემა უნდა შეძლოს.
მისივე თქმით, ნიკა მელიას პერსონალური გადაწყვეტილებაა, დარჩება თუ არა ციხეში, მისი გათავისუფლების სხვადასხვა გზაზე საუბარი მიმდინარეობს.
“შეთანხმების მიღწევა იყო მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯი. პროცესი წინ მიდის. მტკივნეული პერიოდი იყო 2019-2020, ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ ადვილი არ იყო კომპრომისის მიღწევა. ამნისტიის კანონზე მიდის მსჯელობა. ნიკა მელიას პერსონალური გადაწყვეტილებაა, დარჩება თუ არა ციხეში. მისი გათავისუფლების სხვადასხვა გზაზე ვსაუბრობთ. ქვეყანამ უნდა შეძლოს უდიდეს გამოწვევებზე პასუხის გაცემა”, – აღნიშნა დეგნანმა.