14 ივნისს ბრიუსელში ნატო-ს სამიტი გაიმართება

ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ნატო-ს სამიტი 14 ივნისს გაიმართება, – ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მანვე სამიტზე განსახილველ თემებზე ისაუბრა.

„მივიღებთ გადაწყვეტილებებს 2030 წლამდე პერიოდისთვის აქტუალურ დღის წესრიგზე, რათა გავუმკლავდეთ არსებულ და მომავალ გამოწვევებს: რუსეთის აგრესიულ ქმედებებს, ტერორიზმის საფრთხეს, კიბერშეტევებს, საზიანო ტექნოლოგიებს, ჩინეთის აღზევებასა და უსაფრთხოებაზე კლიმატის ცვლილების ზემოქმედებას“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები