Pfizer-ის ყალბი ვერსია ნაოჭების საწინააღმდეგო საშუალება აღმოჩნდა

ამერიკულ კომპანია Pfizer- ში მექსიკასა და პოლონეთში საკუთარი ვაქცინის ყალბი ვერსიის არსებობას ადასტურებენ.

ამის შესახებ The Wall Street Journal-ი იტყობინება.

აღინიშნება, რომ მექსიკაში, დაახლოებით, 80-მა ადამიანმა მიიღო კლინიკაში ყალბი ვაქცინა, რომლის ერთი დოზის სავარაუდო ფასი ათასი დოლარი იყო. კომპანიაში ხაზს უსვამენ, რომ პრეპარატის გამოვლენილ ფლაკონებს განსხვავებული ეტიკეტი აქვს.

ასევე, წინასწარი მონაცემებით, პოლონეთში გამოვლენილი “ფაიზერის” “ვაქცინა” სინამდვილეში ნაოჭების საწინააღმდეგო პრეპარატია. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ამ ვაქცინის მიღება ვერავინ მოასწრო.

ფლაკონები პოლონეთისა და მექსიკის ხელისუფლებებმა გამოძების შედეგად ამოიღეს, რაც შემდგომში Pfizer-ის მიერაც დადასტურდა, რომ ისინი ყალბია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები