რუსეთში დღეს, ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე ასზე მეტი ადამიანი დააკავეს(ფოტო)

რუსეთის მასშტაბით დღეს, ოპოზიონერი ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები იმართება. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაციები სრულიად მშვიდობიან ხასიათს ატარებს, ძალოვნები ადამიანებს მაინც აკავებენ, მანამდე კი, ხმის გამაძლიერებლებით მიმართავენ და ახსენებენ, რომ აქცია უკანონოა.

რუსეთის უფლებადამცველი პროექტის “ოვდ-ინფო”ს მონაცემით, ამჟამად ქვეყნის მასშტაბით 100-მეტი პირია დაკავებული.

აღინიშნება, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მეტი დაკავებული 20-მდე ადამიანია კემეროვოში.

“ტაიგა. ინფო”-ს ინფორმაციით, ყველაზე მასშტაბური აქცია იყო ნოვოსიბირსკსა და ირკუცკში, სადაც რამდენიმე ასეული ადამიანი გავიდა ქუჩაში.

მოსკოვში აქცია ჯერ არ დაწყებულა, თუმცა ქალაქში უკვე გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები, შემოსაზღვრულია მანეჟის მოედანი და რამდენიმე ქუჩა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები