რუსეთმა აშშ-ის 10 დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

რუსეთმა ქვეყნიდან აშშ-ის საელჩოს 10 თანამშრომელი გააძევა. შესაბამისი ნოტა საგარეო საქმეთა სამინისტროში ელჩის მოადგილეს, ბარტ გორმანს გადაეცა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ დიპლომატებმა ქვეყანა 21 მაისამდე უნდა დატოვონ.

აღინიშნება, რომ მიღებულია სარკისებრი პასუხი ვაშინგტონის მხრიდან “გადადგმული მტრული ნაბიჯისა”.

ასევე, უწყებაში ამბობენ, რომ უახლოეს დღეებში საპასუხო ზომები იქნება მიღებული 16 აპრილს დაწესებული “უკანონო ანტირუსული სანქციების” გამო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები