სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ ნინო ვიბლიანი დაინიშნა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილედ ნინო ვიბლიანი დაინიშნა. შესაბამის განკარგულებას სახელმწიფო რწმუნებულმა, მალხაზ თორიამ ხელი დღეს მოაწერა.

ნინო ვიბლიანი აქამდე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოსტს იკავებდა, ის აღნიშნულ თანამდებობაზე 2018 წლის აგვისტოს დაინიშნა. 2012-2018 წლებში ნინო ვიბლიანი მესტიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი იყო ჭუბერის ადმინისტრაციულ ერთეულში, 1997-2011 წლებში კი ჭუბერის საჯარო სკოლის პედაგოგი იყო.

ნინო ვიბლიანი პროფესიით ეკონომისტია, ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები