მსოფლიოს ყველაზე დიდი აისბერგი А68 თითქმის მთლიანად დადნა

მსოფლიოში ყველაზე დიდი აისბერგი А68, რომლის ფართობი 6 ათას კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა, თითქმის მთლიანად დადნა.

აშშ-ის ყინულის ეროვნული ცენტრის მიერ გადაღებულმა სურათმა აჩვენა, რომ აისბერგი იმდენად პატარა ნატეხებად დაიშალა, რომ მასზე დაკვირვებაც ვერ ხერხდება.

გიგანტური აისბერგი A68 – 2017 წელს ანტარქტიდაში ყინულის თარო ლარსენ C-ს მოწყდა.

2020 წლის ბოლოს, მეცნიერები შიშობდნენ, რომ A68 შეიძლება არ დაშლილიყო და სამხრეთ ჯორჯიის კუნძულს შეუქმნიდა საფრთხეს. აღნიშული მოვლენა კი, ფსკერის მცხოვრებლებისთვის, ასევე კუნძულის პინგვინებისთვის ნამდვილი კატასტროფა იქნებოდა..

თუმცა, აისბერგმა მალევე დაიწყო პატარა ნაჭრებად გაყოფა და “ყინულის სუპად” გადაიქცა.

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები