კრემლში ნავალნის მდგომარეობის შესახებ ვაშინგტონის გაფრთხილებას უპასუხეს

კრემლში მიიჩნევენ, რომ რუსეთში მყოფი პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა სხვა სახელმწიფოების ინტერესის თემას არ უნდა წარმოადგენდეს, შესაბამისად, ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით საზღვარგარეთ გაკეთებულ განცხადებებს “არანაირად” არ აღიქვამენ.

ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში – ჯეიქ სალივანის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ციხეში გარდაცვალების შემთხვევაში, კრემლს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან პასუხისმგებლობა დაეკისრება.

პესკოვის თქმით, “განცხადებებს, რომლებსაც სხვა ქვეყნების წარმომადგენლები ახმოვანებენ, არანაირად არ აღვიქვამთ. რუსეთი ფედერაციის ტერიტორიაზე პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა მათი ინტერესის საგანი არ უნდა იყოს”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები