ირან-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლა მოხდა

ფიზულის რაიონის სოფელ გაზახლართან აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა საზღვრის ორი დამრღვევი გამოავლინეს.

დაკავებულია ირანის ორი მოქალაქე, თუმცა, დაკავებას წინ აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მხრიდან ცეცხლის გახსნა უძღოდა, რის შედეგადაც ერთი პირი დაიჭრა.

შემთხვევის ადგილზე ჩხრეკის შედეგად ამოღებულია Costed Mikro Politedve-ის მსგავსი აპარატის 78 ერთეული და 1 159 აბი.

გარდა ამისა, ფიზულის რაიონის ორი მკვიდრია დაკავებული, რომლებიც ავტომობილით დამრღვევების დასახვედრად საზღვარზე მივიდნენ.

ამჟამად, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები