ნავალნი საავადმყოფოში გადაიყვანეს

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი კოლონიიდან საოლქო საავადმყოფოს სტაციონარში გადაიყვანეს, სადაც, მისი თანხმობით, ვიტამინოზურ თერაპიას უტარებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყებაში პოლიტიკოსის მდგომარეობას “დამაკმაყოფილებლად” აფასებენ. მათი თქმით, ნავალნის ყოველდღე ექიმი-თერაპევტი სტუმრობს.

ალექსეი ნავალნი 15 მარტიდან პოკროვში, იკ-2-ის ციხეში იმყოფება. 31 მარტიდან კი ის შიმშილობს, რადგან მასთან იმ ექიმებს არ უშვებენ, რომელსაც ენდობა. 5 აპრილს პოლიტიკოსი საპატიმროს სანიტარულ ნაწილში ძლიერი ხველებითა და მაღალი ტემპერატურით გადაიყვანეს. 12 აპრილს კი უკან დააბრუნეს.

17 აპრილს “ექიმთა ალიანსის” პროფკავშირების წევრებმა, რომლებიც ნავალნის სისხლის ანალიზს გაეცნენ, განაცხადეს, რომ მასში კალიუმის დიდი რაოდენობაა, რამაც შესაძლოა, გულის გაჩერება გამოიწვიოს.

ნავალნისთან ექიმების დაშვების მოთხოვნას ხელი მსოფლიოს კულტურის 70-ზე მეტმა მოღვაწემ მოაწერა, მათ შორის, მწერალმა ჯოან როულინგმა, მსახიობმა ჯუდ ლოუმ და სხვებმა.

ნავალნის გუნდი 21 აპრილს მასშტაბურ მხარდამჭერს აქცია აანონსებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები