აშშ აფრთხილებს მოსკოვს იმ შედეგებზე, რომლებიც მოჰყვება ციხეში ნავალნის გარდაცვალებას – პოლიტიკოსის გუნდი 21 აპრილს მასშტაბურ აქციას აანონსებს

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში – ჯეიქ სალივანის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ციხეში გარდაცვალების შემთხვევაში, კრემლს საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან პასუხისმგებლობა დაეკისრება.

ამის შესახებ მან CNN-ზე გადაცემა “ქვეყნის მდგომარეობა”-ში სტუმრობის დროს განაცხადა.

“რუსეთის მთავრობას მივაწოდეთ ხმა, რომ ის, რაც დღეს ნავალნის თავს ციხეში ხდება, მათი პასუხისმგებლობაა და რომ მათ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. რაც შეეხება კონკრეტულ ზომებს, მთელ რიგ ზომებს განვიხილავთ და ახლა ამის საჯაროდ გაჟღერებას არ ვაპირებ, მაგრამ გავაგებინეთ, რომ თუ ნავალნი გარდაიცვლება, აღნიშნული შედეგის გარეშე არ ჩაივლის”, – თქვა მან.

ალექსეი ნავალნი 15 მარტიდან პოკროვში, იკ-2-ის ციხეში იმყოფება. 31 მარტიდან კი ის შიმშილობს, რადგან მასთან იმ ექიმებს არ უშვებენ, რომელსაც ენდობა. 5 აპრილს პოლიტიკოსი საპატიმროს სანიტარულ ნაწილში ძლიერი ხველებითა და მაღალი ტემპერატურით გადაიყვანეს. 12 აპრილს კი უკან დააბრუნეს.

17 აპრილს “ექიმთა ალიანსის” პროფკავშირების წევრებმა, რომლებიც ნავალნის სისხლის ანალიზს გაეცნენ, განაცხადეს, რომ მასში კალიუმის დიდი რაოდენობაა, რამაც შესაძლოა, გულის გაჩერება გამოიწვიოს.

21 აპრილს ნავალნის გუნდი პოლიტიკოსის მხარდამჭერ დიდ აქციას გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები