ისრაელში ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის

ისრაელში ღია სივრცეში პირბადის ტარების რეჟიმი გაუქმდა.

ამასთანავე, შენობებში ნიღბის ტარება სავალდებულოდ რჩება.

აღნიშნული შეზღუდვის მოხსნა უკავშირდება იმას, რომ ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევებმა მნიშვნელოვნად იკლო. ისრაელი მსოფლიოში ვაქცინაციის ტემპებით პირველ ადგილზეა.

აპრილის შუა რიცხვებში Pfizer-ის ვაქცინის ორივე დოზა ქვეყნის მოსახლეობის 80%-ზე მეტმა მიიღო.

ისრაელში ინფიცირების ახალი შემთხვევების კლება უკვე თებერვალში დაიწყო –  მაშინ, როდესაც იანვარში საშუალოდ დღეში 10 ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდებოდა. უკანასკნელი კვირების განმავლობაში კი ეს რიცხვი 200-300-ის ფარგლებში მერყეობს.

ასევე, შემცირებულია ჰოსპიტალიზაციისა და ლეტალური შემთხვევების რიცხვი – ეპიდემიის პიკში ქვეყანაში დღეში 100 გარდაცვალება ფიქსირდებოდა, ახლა კი – საშუალოდ 10 დღეში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები