„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 17:00 საათამდე გადაიდო
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში “ქართული ოცნებისა” და ოპოზიცის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა 17:00 საათამდე გადაიდო.
ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” ევროკავშირის წარმომადგენლობაში დაუდასტურეს.
შეხვედრა 14:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუ რა მიზეზით მოხდა შეხვედრის განრიგში ცვლილება უცნობია.
არსებული ინფორმაციით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელისა და აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მონაწილეობით ჩატარდება.
ცნობისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადება გავრცელდა, სადაც ნათქვამია – “მივესალმებით ურთიერთობის განახლებას, როგორც ნიშანს მზადყოფნისა, გაგრძელდეს კონსულტაციები ფართო შეთანხმების მისაღწევად. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ყველა მხარეს შორის კომპრომისის აუცილებლობას”.