შალვა კერესელიძე: გახარიას პოზიცია იყო, რომ იმ ღამეს არ მომხდარიყო მელიას დაკავება, სწორი მომენტის შერჩევა იყო საჭირო

“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი, შალვა კერესელიძე “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, პატიმრობაში მყოფი ნიკა მელიას თემას გამოეხმაურა.

მისი თქმით, კანონის წინაშე ყველა თანაბარია.

“ის, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარია – დეპუტატიც და მოქალაქეც, აქ ორი აზრი არ არსებობს. მაშინ როდესაც მელიას იმუნიტეტი შეუჩერდა, ეს არავის გაუპროტესტებია, არც ჩვენს მოქალაქეებს, არც ჩვენს პარტნიორებს და სასამართლოს მიეცა შესაძლებლობა – ემოქმედა თავისუფლად და გახსნილად, მაგრამ აქ საუბარი იყო აღსრულების ფორმაზე, ანუ იმ დღეს, იმ ღამეს, როდესაც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, სწორედ ბატონი გიორგი გახარიას პოზიცია გახლდათ ის, რომ მაშინ, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში შეკრებილი იყო თითქმის ყველა ოპოზიციის ლიდერი, მხარდამჭერები, იმ ღამეს არ უნდა მომხდარიყო მელიას აყვანა. საუბარი იყო, რომ შეცვლილიყო ფორმა, დრო და შერჩეულიყო სწორი მომენტი. გიორგი გახარია ფიქრობდა, რომ მოჰყვებოდა ის შედეგები, რაც მოჰყვა”, – განაცხადა კერესელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები