რატომ იზრდება რეინფიცირების შემთხვევები – ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის მუტაციის გამო, როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში რეინფიცირების შემთხვევები იზრდება.

„სამწუხაროდ, როგორცს მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოში რეინფიცირების მაჩვენებელი იზრდება. ინფექციას თუ გადავიტანდი და გარანტირებული ვიყავი, რომ მეორედ არ შემხვდებოდა, აღარ არის ასე. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ უკვე არის მუტაციები და ბევრი სხვადასხვა შტამი ცირკულირებს, რეინფიცირირების შემთხვევები თანდათან იზრდება როგორც ყველგან, ისე საქართველოში. ჩვენთანაც და ევროპაშიც წამყვანია ე.წ. ბრიტანული შტამი“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები