გიორგი კონდახაშვილი: ნიკა მელია პოლიტიკური პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს – არავითარი რისკი იმისა, რომ ის მიიმალება ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს, არ არსებობს
“ნიკა მელიასთან მიმართებით ყველა სახის აღკვეთი ღონისძიება უნდა გაუქმდეს”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ნიკა მელია პოლიტიკური პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს.
“ჩვენი პოზიცია იქნება, რომ ნიკა მელია პოლიტიკური პატიმარია და მასთან მიმართებით ყველა სახის აღკვეთი ღონისძიება უნდა გაუქმდეს. ის პოლიტიკური პატიმრობიდან უნდა გათავისუფლდეს. არავითარი რისკი იმისა, რომ ნიკა მელია მიიმალება ან ჩაიდენს ახალ დანაშაულს, არ არსებობს”, – აღნიშნა ადვოკატმა.
ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ მივიდა. დღევანდელ პროცესზე სასამართლო, სავარაუდოდ, მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას – პატიმრობას გადასინჯავს.
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ნიკა მელიას მხარდამჭერები არიან შეკრებილნი.