ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა
ნიკა მელია თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის პროცესი ამ წუთებში იწყება.
დღევანდელ პროცესზე სასამართლო, სავარაუდოდ, მელიას მიმართ შეფარდებულ აღკვეთ ღონისძიებას – პატიმრობას გადასინჯავს.
20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ ნიკა მელიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.