სერგი კაპანაძემ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭო დატოვა – “ვგულშემატკივრობ იმ ადამიანებს, რომლებიც პარტიაში დარჩნენ”

„ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ პარტიის პოლიტიკური საბჭო დატოვა და როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ ყრილობაზე რიგითი მხარდამჭერის როლში იმყოფებოდა.

„უარი ვთქვი თანამდებობაზე, გენმდივნობაზე და ა.შ. აღარ ვიქნები პოლიტიკური საბჭოს წვერი, მისული ვიყავი ყრილობაზე, როგორც „ევროპული საქართველოს“ რიგითი მხარდამჭერი. ვგულშემატკივრობ იმ ადამიანებს, რომლებიც პარტიაში დარჩნენ და რომლებიც ამ პარტიას მომავალ საარჩევნო ციკლში წაუძღვებიან“, – განაცხადა კაპანაძემ.

„ევროპულ საქართველოს“ ახალი ხელმძღვანელები ჰყავს. პარტიის ყრილობაზე თავმჯდომარედ გიგა ბოკერია, გენერალურ მდივნად კი აკაკი ბობოხიძე აირჩიეს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ პარტია უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ – დავით ბაქრაძემ, გენერალურმა მდივანმა – გიგი უგულავამ და ყოფილმა დეპუტატებმა დატოვეს. რამდენიმე თვის წინ კი პარტია კიდევ ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები