“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს

„ევროპული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს. შესაბამისი გადაწყვეტილება პარტიის ყრილობაზე მიიღეს. ყრილობაზე ასევე განახლებული პოლიტსაბჭო დაამტკიცეს, რომელიც უკვე ყრილობის დასრულების შემდეგ პირველ სხდომას გამართავს.

პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ წარდგენილია გიგი წერეთელი. საგარეო საქმეთა პოლიტიკურ მდივნად – გიორგი კანდელაკი, პარტიის გენერალური მდივნის პოსტზე კი – აკაკი ბობოხიძე.

აკაკი ბობოხიძემ თქმით, ბოკერია პარტიის თავმჯდომარედ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.

შეგახსენებთ, დღეს დავით ბაქრაძემ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარისა და პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გაავრცელა. „ევროპული საქართველოს“ დატოვების შესახებ განცხადება დღეს გიგი უგულავამაც გაავრცელა. პარტიის რიგები დატოვა ლევან თარხნიშვილმაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები