“ევროპული საქართველო” გოკა გაბაშვილმაც დატოვა

„ევროპული საქართველოს“ წევრმა გოკა გაბაშვილმა პარტია დატოვა. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს.

„ამ ეტაპზე მეც, ჩემი მეგობრების მსგავსად, გადავწყვიტე საქმიანობა და ბრძოლა უპარტიო სტატუსით განვაგრძო. „ევროპულ საქართველოში“ ასევე ბევრი მეგობარი რჩება და წარმატება მათ!“ – წერს გაბაშვილი.

„ევროპულ საქართველოს“ ახალი ხელმძღვანელები ჰყავს. პარტიის ყრილობაზე თავმჯდომარედ გიგა ბოკერია, გენერალურ მდივნად კი აკაკი ბობოხიძე აირჩიეს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ პარტია უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ – დავით ბაქრაძემ, გენერალურმა მდივანმა – გიგი უგულავამ და რამდენიმე ყოფილმა დეპუტატმა დატოვეს. რამდენიმე თვის წინ კი პარტია კიდევ ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დატოვა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები