მარინა კალიურანდი ენგურში დაღუპული მოქალაქეების ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს

ღრმად დამწუხრებული ვარ გალის მკვიდრების დაღუპვის გამო, რომლებიც თბილისის მიერ კონტროლირებად და აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონს შორის, მდინარე ენგურში დაიღუპნენ. მინდა, გამოვხატო ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა მათი ოჯახის წევრებისა და მეგობრების მიმართ, – ამის შესახებ ევროდეპუტატის, მარინა კალიურანდის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მან “ტვიტერზე” გამოაქვეყნა.

„ეს უკანასკნელი ტრაგედია, რომელიც გამოიწვია გადაადგილების თვითნებურად დაბრკოლებამ, ასახავს იმ ტანჯვას, რომელსაც იტანენ ადგილობრივები, რომლებიც ადრე მშვიდობიანად და ჰარმონიულად ცხოვრობდნენ, აგრეთვე, გამოხატავს ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას ოკუპირებულ რეგიონებში. ევროპულმა პარლამენტმა არაერთხელ გამოხატა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ – მოლაპარაკებებისა და დიპლომატის გზით. რუსეთის ფედერაციამ პატივი უნდა სცეს საერთაშორისო საზოგადოების წინაშე აღებულ ვალდებულებას და გააუქმოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის / სამხრეთ ოსეთის აღიარება. როგორც კონტროლის განმახორციელებელმა ძალამ, მან უნდა უზრუნველყოს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) უპირობოდ დაშვება ოკუპირებულ რეგიონებში“ – აღნიშნულია განცხადებაში.

7 აპრილს, საოკუპაციო ხაზთან, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდინარე ენგურმა 4 ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილების ნათესავების ინფორმაციით, გალის მკვიდრები სხვადასხვა საჭიროებისთვის, შემოვლითი გზით ცდილობდნენ ზუგდიდში გადმოსვლას, რა დროსაც სავარაუდოდ, მდინარე ადიდდა და ოთხივე დინებამ გაიტაცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები