დიმიტრი ხუნდაძე: ეპიდვითარება საყურადღებოა – საზოგადოებამ უნდა გაითავისოს, რომ მინიმალური წესების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარება საყურადღებოა.

მისივე თქმით, საზოგადოებამ უნდა გაითავისოს, რომ მინიმალური წესების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

„ეპიდვითარება საყურადღებოა. დინამიკა არის მზარდი – შეინიშნებოდა ნახტომისებური ზრდა.

საზოგადოებამ უნდა გაითავისოს, რომ მინიმალური წესების დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუკი საზოგადოების მცირე ნაწილი ამ წესებს არ დაიცავს, ისინი შეიძლება, საზოგადოების უდიდესი ნაწილის ჯანმრთელობისთვის გახდნენ საფრთხე და, ზოგადად, ქვეყნის უსაფრთხოება დადგეს კითხვის ქვეშ. ამიტომ, პასუხისმგებლობა ერთიანი უნდა იყოს. ვაქცინაციის პროცესი ბოლო პერიოდში საქართველოში გააქტიურდა. იმედი მაქვს, რომ იქნება მაქსიმალური ჩართულობა და დეფიციტს შევავსებთ”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები