გიგი უგულავა: ვინც სერგი კაპანაძის ბულინგს აწარმოებს, პროპაგანდისტია და ჟურნალისტიკასთან კავშირი არ აქვს

“ადამიანს შეტენო ის, რაც მას არ უთქვამს, სამი დღე ბულინგი აწარმოო, წყალწაღებული ხავსს ეჭიდები”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, ვინც სერგი კაპანაძის ბულინგს აწარმოებს, პროპაგანდისტია და ჟურნალისტიკასთან კავშირი არ აქვს.

„ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიები ნაძირლურად იტყუებიან. ადამიანს შეტენო ის, რაც მას არ უთქვამს, სამი დღე ბულინგი აწარმოო, წყალწაღებული ხავსს ეჭიდები. პირდაპირ გეტყვით, თქვენ იტყუებით, ადამიანს აბრალებთ იმას, რაც არ უთქვამს. ყველა ჟურნალისტი, ვინც ამ ტაკიმასხარაობაში მონაწილეობს, ამაზე პასუხისმგებელია. მავალებენ, კრედიტი მაქვს და სხვა გზა არ მაქვს არ არსებობს, ვინც სერგი კაპანაძის ბულინგს აწარმოებს, ვინც სერგი კაპანაძეზე იტყუება, არის ჩვეულებრივი პროპაგანდისტი, მას ჟურნალისტიკასთან კავშირი არ აქვს“, – განაცხადა უგულავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები