„შხამკომბინატებიდან: „TV პირველიდან“, „მთავარიდან“ და „ფორმულადან“ ენის, მამულისა და სარწმუნოების წინააღმდეგ ბრძოლა მიდის” – გოგა ხაინდრავა
“იდეოლოგიური შხამკომბინატებიდან: „TV პირველიდან“, „მთავარიდან“ და „ფორმულადან“ ენის, მამულისა და სარწმუნოების წინააღმდეგ ბრძოლა მიდის”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხაინდრავას თქმით, ამ ბრძოლას „ვითომ პოლიტიკოსები“ და ყოფილი ბანკირები აფინანსებენ.
„სახელმწიფო ინსტიტუტების დასანგრევად მიზანმიმართულ მოქმედებას ვხედავთ. მოქმედებს 100 -კაციანი ზონდერბრიგადა და 3 იდეოლოგიური დივერსანტი: „Tv პირველი“, „მთავარი და „ფორმულა“, რომლებიც პირდაპირ საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან. ესაა რუსული ფული. მიხეილ სააკაშვილსა და მის ბიძას, თემურ ალასანიას სხვა ფული არ გააჩნიათ, ესაა რუსული ფული. ამ ფულითა და კეზერაშვილის ნაყაჩაღარი ფულით „მთავარი“ და „ფორმულა“ ფინანსდებიან. რაც შეეხება „Tv პირველს“ – ამას ბოლოსთვის მოვიტოვებ. დიდი კითხვის ნიშნებია, რაზეც ხაზარაძესა და ჯაფარიძეს პასუხების გაცემა მოუწევთ.
რატომ აფინანსებენ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „Tv პირველს“? ტელევიზიას, რომელიც პირდაპირ ანტირელიგიურ, ანტიეკლესიურ პროპაგანდას ეწევა? „Tv პირველი“ ანტიეკლესიურ პლატფორმად გადაიქცა. ეს იდეოლოგიური დივერსიაა. ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევთ. რატომ უჭერენ მხარს რუსეთის იდეოლიგურ დივერსიას საქართველოში? რატომ უჭერენ მხარს რელიგიის წინააღმდეგ დივერსიას?
ჩვენი სიმდიდრე ჩვენი რწმენა, ენა და მამულია. ამ იდეოლოგიური შხამკომბინატებიდან ენის, მამულისა და სარწმუნოების წინააღდეგ ბრძოლა მიდის. ამ ბრძოლას ვითომ პოლიტიკოსები და ყოფილი ბანკირები აფინანსებენ. ეს კითხვები დგას და მათ პასუხების გაცემა მოუწევთ“, – განაცხადა ხაინდრავამ.