ჩეხეთის ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ჩეხეთის პრემიერმა, ანდრეი ბაბიშმა თანამდებობიდან ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, იან ბლატნა გაათავისუფლა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბაბიშმა პოსტსზე ახალი მინისტრი დანიშნა, პრაღის საფაკულტეტო საავადმყოფოს დირექტორი – პეტრე არებერგერი.

თავის მხრივ, გათავისუფლებულმა ბლატნიმ თქვა, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყებიდან არებერგერი ჯანდაცვის უკვე მეოთხე მინისტრი იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები