ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს ჩაინიშნა

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 8 აპრილს ჩაინიშნა.

ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის ინფორმაციით, აღნიშნულ პროცესზე, სავარაუდოდ, ნიკა მელიასთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

„ნიკა მელიას საქმეზე არსებითი სხდომა სასამართლოში 8 აპრილს ჩაინიშნა. დეტალები ჩვენთვის ცნობილი არ არის, მაგრამ გვაქვს მოლოდინი, დიდი ალბათობით, რომ სასამართლო ამ პროცესზე მოახდენს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის გადასინჯვას. სასამართლოს ვალდებულება აქვს კანონიერი, რომ ორ თვეში ერთხელ უნდა იმსჯელოს, რამდენად არის საფუძველი, რომ გაგრძელდეს ეს უკანონო და პოლიტიკური პატიმრობა“, – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

ნიკა მელიას სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები