ამირან გამყრელიძე: შესაძლებელია, ქვეყანაში კორონავირუსის საყოველთაო გავრცელება დაიწყოს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში, სავარაუდოდ, კორონავირუსის საყოველთაო გავრცელება იწყება.

მისი თქმით, ქვეყანაში ეპიდვითარების სერიოზული გაუარესება შეიმჩნევა.

“დაიწყო ე.წ. კლასტერული გავრცელება, ჩამოყალიბებული კლასტერები გვაქვს, გურიაში, სამეგრელოში და შიდა ქართლში. ეს ნიშანია იმისა, რომ შესაძლებელია, დაიწყოს საყოველთაო გავრცელება ქვეყანაში. შეიმჩნევა ეპიდვითარების სერიოზული გაუარესება და საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ მოსალოდნელია მესამე ტალღა, რამაც შეიძლება დაგვაბრუნოს ნოემბერ-დეკემბრის ვითარებაში”,- აცხადებს ამირან გამყრელიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები