ალი ბაბაევი: ეკონომიკური კრიზისისა და ქაოსის გამომწვევი ქმედებების ავტორი არის “ნაციონალური მოძრაობა” და მისი ქოლგის ქვეშ არსებული ვაიპარტიები

ხელოვნიურად წარმოქმნილი კრიზისული ფაქტორები, რასაც საფუძვლად უდევს არასწორი პოლიტიკური ხედვის მქონე პოლიტიკური ძალების მხრიდან ქვეყანაში დესტაბილიზაციის, ეკონომიკური კრიზისისა და ქაოსის გამომწვევი ქმედებები. რომლის ავტორი და სცენარისტი, არის სწორედ “ნაციონალური მოძრაობა” და მისი ქოლგის ქვეშ არსებული ვაიპარტიები, რათა ძალადობრივი გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში. ამის შესახებ  „საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე“ ალი ბაბაევი აცხადებს.
მისი თქმით,  დღევანდელი ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს ქვეყნის გამოყვანას არსებული კრიზისიდან.

ცხადია, რომ საქართველოს მოსახლეობას აქვს მკაფიო და ობიექტური შეფასების უნარი ქვეყანაში არსებული საერთო პოლიტიკური და ეკონომოკური სიტუაციისა. უკვე ერთ წელზე მეტია მთელ მსოფლიოსთან ერთად ვებრძვით მწვავე პანდემიას. კიდევ ერთხელ რომ თვალი გადავავლოთ და შევაჯამოთ ქვეყანაში არსებულ საერთო სურათს, იგი გვიჩვენებს თუ რაოდენ წინააღმდეგობრივი მოვლენებითა და პროცესებით არის სავსე ქვეყანა. პირველ რიგში რეალისტურად რომ შევხედოთ ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში ჩვენს ქვეყანაშიც იზრდება გამოწვევების რიცხვი. ამას ემატება ხელოვნიურად წარმოქმნილი კრიზისული ფაქტორები, რასაც საფუძვლად უდევს არასწორი პოლიტიკური ხედვის მქონე პოლიტიკური ძალების მხრიდან ქვეყანაში დესტაბილიზაციის, ეკონომიკური კრიზისისა და ქაოსის გამომწვევი ქმედებები. რომლის ავტორი და სცენარისტი, არის სწორედ “ნაციონალური მოძრაობა” და მისი ქოლგის ქვეშ არსებული ვაიპარტიები, რათა ძალადობრივი გზით მოვიდნენ ხელისუფლებაში. ყოველივე ამას მოწმობს ის ღია და ნათელი ფაქტი, რომელიც დაკავშირებულია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრასა და შესაბამისად არსებული ეკონომოკური პრობლემების მოგვარებასთან. მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ევროპელი და ამერიკელი პარტნიორები ყველა ღონეს ხმარობენ, რათა შედგეს კომპრომისი და ოპოზიციური ძალები შევიდნენ პარლამენტში, ისინი არ თანხმდებიან მათთვის შეთავაზებულ შეთანხმების გეგმას და მათ შორის საქართველოს არსებული მთავრობის მზაობას წავიდნენ ობიექტურ დათმობებზე. კიდევ და კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები აღიარებულია მსოფლიოს მასშტაბით არა ერთი საეთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან, როგორც სამართლიანი და დემოკრატიული. ასევე ხასიათდება, როგორც კონკურენტული და მრავალპარტიული. დღევანდელი ხელისუფლება ყველანარად ცდილობს ქვეყნის გამოყვანას არსებული კრიზისებიდან. მათ შორის უნდა გამოვყოთ ბატონი პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი გუნდის მიერ წარმართული აქტიური მუშაობა, რათა ქვეყანა გამოვიდეს არსებული უკიდურესი მდგომარეობიდან. ეს გამოიხატება ბატონი პრემიერის მიერ წარმართულ შეხვედრებში, როგორც საზოგადიებასთან, ასევე სწორედ საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით ადგილობრივ და უცხოელ ბიზნესმენებსა და ინვესტორებთან. ერთადერთი გზა, რომლითაც შესაძლებელია ქვეყანა გამოვიდეს არსებული მდგომარეობიდან არის სახელმწიფო და კერძო სექტორის შეთანხმებული და კომპლექსური მუშაობა, მშვიდ და სტაბილურ გარემოში. და ბოლოს, მე როგორც საზოგადოების უმრავლესობის ერთ-ერთი აქტიური წევრი, მივმართავ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, თუ გვიყვარს ეს ქვეყანა, თუ გვინდა ჩვენს მომავალ თაობას ქონდეს ეკონომიკურად ძლიერი და პოლიტიკურად ცივილიზებული, ევროპული ქვეყანა, დავფიქრდეთ, რას ვაკეთებთ ქვეყნის საკეთილდღეოდ და რას მის საზიანოდ”,- აცხადებს ალი ბაბაევი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები