გოგა ხაინდრავა ,,ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა – “ყველას მოვუწოდებ, რომ აიცრან”

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კინორეჟისორი, გოგა ხაინდრავა ,,ასტრაზენეკას” ვაქცინით აიცრა.

მისი თქმით, ეს არის საუკეთესო წამალი, რომელიც დღეისთვის ვირუსის საწინააღმდეგოდ არსებობს.

„თავს ვგრძნობ მშვენივრად. პირველ ყოვლისა, დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო ჩვენს ექიმებს იმ თავდადებისა და ძალიან დიდი შრომისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურად ეწევიან ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. მე მიზანმიმართულად „ასტრაზენეკას“ ვაქცინა გავიკეთე. ყველა მონაცემებით, ეს არის საუკეთესო წამალი, რომელიც დღეს მოგონილია ამ ვირუსის საწინააღმდეგოდ. ყველას მოვუწოდებ, რომ აიცრან, განსაკუთრებით, ჩემი ასაკის ხალხი“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები