თბილისში, სპორტის სასახლესთან, სავარაუდოდ, ერთი პირი დაჭრეს
თბილისში, სპორტის სასახლესთან, სავარაუდოდ, ერთი პირი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება ორი მუხლით დაიწყო: 118-ე, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და 236-ე, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.