ნიკოლოზ სიმონიშვილი: ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მაგრამ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს, რათა რეფორმები გატარდეს

“ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა ისაუბრონ, დაახლოონ პოზიციები – საუბარი გარკვეულ კომპრომისებზე იყო, რადგან კომპრომისების გარეშე კონსენსუსი ვერ შედგება”, – ამის შესახებ “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სიმონიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, პირველი ნაბიჯი ხელისუფლებამ უნდა გადადგას და პასუხისმგებლობა თავის თავზე უნდა აიღოს, შემდეგ კი ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს.

“ძალიან მნიშვნელოვანია, პოლიტიკურმა პარტიებმა ისაუბრონ, დაახლოონ პოზიციები. საუბარი გარკვეულ კომპრომისებზე იყო, რადგან კომპრომისების გარეშე კონსენსუსი ვერ შედგება. პროცედურულად რომ ვთქვათ, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მაგრამ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს, რათა რეფორმები გატარდეს, იმიტომ რომ სამართლებრივადაც კი შეუძლებელია, ოპოზიციის გარეშე ამ რეფორმების განხორციელება. პირველი ნაბიჯი ხელისუფლებამ უნდა გადადგას და პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავის თავზე და შემდეგ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს და ამ პროცესებში მონაწილეობა უნდა მიიღოს”, – განაცხადა სიმონიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები