კრისტიან დანიელსონი: კომპრომისი პარტიებმა უნდა მოიძიონ
“ჩვენ გვაქვს წინადადებები, იდეები, რომლებსაც შევთავაზებთ, მაგრამ კომპრომისი პარტიებმა უნდა მოიძიონ”, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.
მისი თქმით, ახლა გამბედაობის დროა.
„ახლა საჭიროება არის გამბედაობისა და კომპრომისის. კომრომისი არ არის სისუსტის ნიშანი, კომპრომისი სიძლიერის ნიშანია, კომრომისი დემოკრატიის ნიშანი და კომრომისი არის ის გზა, რომელიც არის ევროპული“, – განაცხადა დანიელსონმა.