“რაც უნდა მეძახდნენ ბერიასა და ფელიქსას, მაინც დავინტერესდები განსხვავებული აზრით და იმით, რა დგას ამის უკან”, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
წულუკიანის თქმით, დაინტერესდება, ეს არის უბრალოდ „ქართული ოცნებისადმი“ მისი კუთვნილების გამო ზიზღი და კრიტიკა, თუ ეს არის განსხვავებული აზრი.
„რაც უნდა მეძახდნენ ბერიასა და ფელიქსას, მაინც დავინტერესდები განსხვავებული აზრით და იმით, რა დგას ამის უკან. ეს არის უბრალოდ ბუზღუნი და უკმაყოფილება, ანუ უფასო კრიტიკა, თუ ეს არის განსხვავებული აზრი, როგორიც მაგალითად მრავლად მოვისმინე პატივცემულ გიორგი სავანელისგან. მე დავინახე, რომ თუნდაც სავანელის განსხვავებული აზრის უკან ის კი არ იდგა, რომ არ მომწონხარ პოლიტიკურად და ამიტომ ყვირი, არამედ ამის უკან იდგა რეალური სურვილი საქმის კეთების. რაც უნდა ეს ვიღაცას არ მოწონდეს, რომ მე ამით დავინტერესდები, კიდევ ერთხელ გპირდებით, რომ ყველა განსხვავებული აზრით დავინტერესდები, დავინტერესდები, რა ტიპის განსხვავებული აზრია ეს, ეს არის უბრალოდ „ქართული ოცნებისადმი“ ჩემი კუთვნილების გამო ზიზღი და კრიტიკა, ანუ უფასო კრიტიკა, რაც ყველას უფლებაა და ამას მე ხელს ვერ შევუშლი, თუ ეს არის განსხვავებული აზრი, რომელიც მიზნად ისახავს საქმის უკეთეს კეთებას“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.