რუსუდან თევზაძე: პოლიტიკური პროცესების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციები ყველამ თავისებურად გაიგო და შესაბამისად გამოიკვეთა ანალიზის პოზიციური და ოპოზიციური რაკურსი

სენატში საქართველოს შესახებ მოსმენა მრავალმხრივი და კომპლექსური გახლდათ. პოლიტიკური პროცესების შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციები ყველამ თავისებურად გაიგო და შესაბამისად გამოიკვეთა ანალიზის პოზიციური და ოპოზიციური რაკურსი, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” სოციალური უსაფრთხოების ექსპერტმა, რუსუდან თევზაძემ დაწერა.

მისივე შეფასებით, “უკიდურესი საჭიროება დგას იმისა,რომ სენატის მსჯელობა გააზრებული და გაზიარებულ იქნას”.

“ვფიქრობ, რომ სენატის მოსმენა, თავისი არსით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და რაც უმთავრესია გამსჭვალულია საქართველოსთვის კეთილდღეობისა და უკეთესი მომავლის სურვილით და ეს უნდა იყოს გენერალური მიზანი ყველასთვის განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა.

ამდენად, უკიდურესი საჭიროება დგას იმისა,რომ სენატის მსჯელობა გააზრებული და გაზიარებულ იქნას. აღარც დრო იცდის და აღარც გარემოებები გვიწყობს  ხელს. რადიკალიზმი თანაბრად დაუშვებელია და მიუღებელი ნებისმიერი მხარისგან.

საქართველოს მშვიდ და მზარდ პოლიტიკურ მომავალს მხოლოდ ევროინტეგრაციის არჩევანი უზრუნველყოფს და მისთვის საფრთხის შექმნა დანაშაულის ტოლფასია.
სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უპირველესი საფარი ეროვნული უსაფრთხოების  მედეგობა   გახლავთ”, – წერს თევზაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები