ლევან იოსელიანი საქართველოში უკრაინის ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ლევან იოსელიანი საქართველოში უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები მიმოიხილეს.
ლევან იოსელიანმა ელჩს დეტალურად გააცნო, რა ტიპის საარჩევნო რეფორმა მიმდინარეობს და კონკრეტულად რა ცვლილებები იგეგმება.
„ჩვენ შევეხეთ უკრაინა – საქართველოს ორმხრივ ურთიერთობას, ვისაუბრეთ არსებულ საგარეო საფრთხეებსა და ჩვენს ქვეყნებს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე. ელჩი დაინტერესდა და ვისაუბრეთ, პოლიტიკური კრიზისის დაძლევის რა შესაძლებლობები არსებობს საქართველოში და რა პერსპექტივა შეიძლება, ჰქონდეს დიალოგს, რომელიც განახლდება“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.